ახალი ამბები
სამტრედიაში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს
FaceBook
4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის მამაკაცის გვამი იპოვეს.

მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, გარდაცვლილის შვილის ინფორმაციით, მამამისი სახლიდან 9 ივლისს, საღამოს 16:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. მოგვიანებით, მამაკაცის ტანსაცმელი მდინარე რიონის სანაპიროზე იპოვეს, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოები მდინარეში დაიწყო.

სამძებრო სამუშაოებში  ჩართული იყო  სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ბრიგადები.


Print