ახალი ამბები
ხუთი ინფიცირებული და ექვსი გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხუთივე შემთხვევა იმპორტირებულია და ინფიცირებულები კარანტინში იმყოფებოდნენ. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ვირუსისგან ექვსი ადამიანი განიკურნა.

სულ, საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვვეაა დაფიქისრებული. მათგან გამოჯანმრთელდა 857. უცხოეთიდან გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება,

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219. გარდაიცვალა 15 ადამიანი.
Print