ახალი ამბები
ზესტაფონში, მოქალაქეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
FaceBook

ზესტაფონში, ''ჯეოჰოსპიტალის'' კლინიკის ბაზაზე, სამედიცინო პერსონალი უფასო კვლევებს ჩაატრებს.


სამედიცინო პერსონალი, 13-14 ივლისს ძუძუს უფასო გამოკვლევას ჩაატარებენ. ამბოლატორიულ ცენტრში გამოიკვლევენ, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს. მოსახლეობას ჩაუტარდება სკრინინგი.

სახელმწიფო პროგრამის უფასო სკრინინგი ასაკობრივი ჯგუფით განისაზღვრება: ძუძუს უფასო გამოკვლევები 40-დან -70 წლის ჩათვლით პაციენტებს უტარდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-დან 6- წლამდე ქალებს.

პროსტატის უფასო კვლევები კი 50 წლიდან 70 წლამდე მამაკაცებს ეკუთნის. მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლამდე მამაკაცებს და ქალბატონებს ჩაუტარდებათ.
Print