ახალი ამბები
სამტრედიაში, მდინარე რიონში მამაკაცს ეძებენ
FaceBook
სამტრედიაში, მდინარე რიონში მაშველები 72 წლის მამაკაცს ეძებენ.

დაკარგული მამაკაცის შვილის ინფორმაციით, მამამისი სახლიდან 9 ივლისს, საღამოს 16:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. მოგვიანებით, მამაკაცის ტანსაცმელი მდინარე რიონის სანაპიროზე იპოვეს, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოები მდინარეში დაიწყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით.

საძიებო სამუშაოებში ჩართულია 10 მეხანძრე-მაშველი და 3 მყვინთავი.
Print