ახალი ამბები
ზემო იმერეთში სამთო ტურიზმის განვითარებისთვის გრანტებს გასცემენ
FaceBook
ევროკავშირმა, შევდეთთან და ავსტრიასთან ერთად იმერეთის რეგიონიდან, საჩხერეში, ჭიათურასა და ტყიბულში მცხოვრებლებისთვის, სამთო ტურიზმის სექტორში, საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

ადგილობრივი განვითარების ინიციატივების საგრანტო კონკურსში მონაწილეობა, ასევე, შეუძლიათ მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებლებს.

საგრანტო თანხის ჯამური ოდენობა 860 000 ევროს შეადგენს, ტურიზმის განვითარების ინიციატივის ფარგლებში კი - 5 000-დან 50 000 ევროს.

აპლიკანტის მხრიდან თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა მინიმუმ ექვსი თვითაა განსაზღვრული და 24 თვეს არ უნდა აჭარბებდეს, ხოლო ყველა დაგეგმილი აქტივობები 2022 წლის 30 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, შერჩევისას ყურადღება მიექცევა ეკო-მეგობრულ, თემზე ორიენტირებულ ინიციატივებს. 

განაცხადების შეოტანის ბოლო ვადა სამი აგვისტოა. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი აქ უნდა შეავსონ

დეტალური ინფორმაციისთვის კითხვა-პასუხის სესია ტყიბულის მერიაში 16 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება, 17 ივლისს 11:00 საათზე ჩატარდება შეხვედრა საჩხერის მერიის შენობაში, ამავე დღეს, ოღონდ 15:00 საათზე ჭიათურის მერიაში. 

კონკურსში ჩართვა შეუძლიათ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ კომერციულ და არაკომერციულ კომპანიებს ან პიროვნებებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან აღნიშნულ სამიზნე რეგიონებში, ან რომლის საქმიანობის ძირითად ნაწილს პროექტით დაფარულ არეალებში წარმართავენ/უნდა წარმართონ.

პროექტი GRETA, რომლის ფარგლებშიც კონკურსი გამოცხადდა, მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს წარმოადგენს, რომელის მიზანი ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაა.

Print