ახალი ამბები
დიდ ჯიხაიშში არსებული სასწავლებლის შენობის სრული რეკონსტრუქცია იგეგმება
FaceBook

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში არსებული სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის სარეკონსტრუქციო პროექტი უკვე არსებობს.

იგეგმება სასწავლებლის შენობის განახლება და სრული რეკონსტრუქცია.

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, ჯიხაიშში დასავლეთ საქართველოში აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება.

სამინისტროს ცნობით, სასწავლებელში მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები.

დიდ ჯიხაიშში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი  ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით, 1925 წელს დაარსდა. თუმცა 90-იან წლებში ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ, ისტორიულ სასწავლებელსაც მძიმე დაღი დაასვა.

დაწესებულება 2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია.


ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადდა დიდი ჯიხაიშის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა,

სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია გეგმის პირველი ეტაპია.

Print