ახალი ამბები
ავტომანქანების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა
FaceBook
სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს შეუძლიათ, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნით 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით შეცვალონ.


როგორც სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილება მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობისა და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს.

სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

Print