ახალი ამბები
მსახიობი გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალა
FaceBook

ხანგრძლივი ავადმოყოფობის შემდეგ მსახიობი გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალა.

მსახიობი 1994 წლიდან ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობი იყო.


მანადმე 1964-1994 წლებში ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი გახლდათ.

თუმცა მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა კინოროლებით მიიღო.


კინოგადაღებებში მონაწილეობდა 1969 წლიდან. მთავარი როლები შეასრულა გ. პატარაიას ფილმებში "რეკორდი" (1972, ხუტა) და "კუჩხი ბედნიერი" (1976, კოჩია). გადაღებულია ფილმებში "ნეილონის ნაძვის ხე" (რ. ესაძე, 1985), "ლალე" (რ. ლორთქიფანიძე, 1985), "დამშვიდობება" (ზ. თუთბერიძე, 1987), "კირილეს ოდისეა" (დ. ბათიაშვილი, 1985), "ლომა" (ბ. რაჭველიშვილი, 1987),

"ჩემი ბოშები" (ლ. გორდელაძე, 1987), "წითელი პატეფონი" (დ. აბაშიძე, 1995), "სამოთხის გვრიტები" (გ. ჩოხელი", 1997, ეფრემა), "მიჯაჭვული რაინდები" (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), "ჩემი ბედნირი ოჯახი" (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016) და სხვ.

მსახიობს ხუთშაბათს 9 ივლისს საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

Print