ახალი ამბები
რაჭული ოდების ახალი სიცოცხლე
FaceBook
დაწერე რაჭული ოდების ისტორია - ამბროლაურში მცხოვრები ეთო არსანიძე ძველ რაჭულ ოდებს ეძებს.

ეთო არსანიძის თქმით, რაჭული ოდების პროექტის მიზანი მიტოვებული სახლების გაცოცხლებაა.

''მოლაპარაკებები გვაქვს რამდენიმე რაჭველი ოდის მეპატრონესთან, ოდას ვუღებთ ვიდეოს და ფოტოს, ამით შეიძლება ძველი მეპატრონე ვერ დავაბრუნოთ მშობლიურ კუთხეში მაგრამ ვიღაცას მაინც დააინტერესებს''-, განმარატავს ეთო არსანიძე.

ეთოს თქმით, ოდებს ეძებს ამბროლაურშიც და ონშიც.

რაჭის სათემო ორგანიზაციამ რაჭის ოდების პოპულარიზაციისთვის ფოტოპროექტის გაკეთება გადაწყვიტა. ორგანიზაცია გეგმავს, რომ დაამზადოს ვებგვერდი, სადაც რაჭული ოდების ფოტოებს განათავსებენ და მათი ისტორიების შესახებ მოუყვებიან ვიზიტორებს. მათ ჯამში 5 ათასი ლარი სჭირდებათ, საიდანაც 2,500 ლარის მოგროვების შემთხვევაში დარჩენილ თანხას "ორბელიანი მეტი" დაუმატებს.

პროექტის მიზანია რაჭის დაცლილ ან დაცლის პირას მყოფ სოფლებში, ასწლოვანი კოლხური ოდა სახლების ფოტო დოკუმენტირება და ელექტრონული, ორენოვანი (ქართული/ინგლისური) ჟურნალის შექმნა, სადაც ამ სახლებისა და მათი პატრონების მოკლე ისტორიები განთავსდება.

პროექტი ხელს შეუწყობს მხარისთვის დამახასიათებელი კულტურის წარმოჩენას და დანგრევის პირას მყოფი სახლების გადარჩენაზე ზრუნვას/გაძეგლებას.


2002-2014 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ხალხი ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შემცირდა (კლება 37 %). რაჭის სოფლებიდან დიდ ქალაქებში მიგრაცია 2014 წლის შემდეგაც გაგრძელდა. ბევრ სოფელში ხალხის რაოდენობა ერთ, ორ, სამ ან ათ ადამიანს აღარ აღემატება. რამდენიმე სოფელი გაუკაცრიელდა. ონის რაიონის 46 სოფელში 6 წლამდე ასაკის არცერთი ბავშვი აღარ არის.

რაჭული ოდების ისტორია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

დაწერე რაჭული ოდების ისტორია


Print