ახალი ამბები
დღეს, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
FaceBook

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კოვიდინფექციისგან კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.



როგორც კლინიკაში ამბობენ, პაციენტებს მოგზაურობის ისტორია ქონდათ და საავადმყოფოში კარანტინიდან შეიყვანეს.

"ერთ-ერთ გამოჯანმრთელებულს კოვიდინფექციასთან ერთად სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. თუმცა, უკვე სრულად გამოჯანმრთელდა", - განმარტავენ კლინიკაში.

ამ დროისთვის კლინიკაში ახალი კორონავირუსით ორი პაციენტი მკურნალობს.

საბოლოო ჯამში, კლინიკას 48 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. 

საქართველოში კორონავირუსის 963 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 841-ს შეადგენს.

 

Print