ახალი ამბები
თოჯინების განახლებული თეატრის შენობა მაყურებლის მოლოდინში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრში სარემონტო სამუშაოები დასრულებულია.

თეატრში რეპეტიციები ჯერ არ განახლებულა, რადგან ამაზე ნებართვა ჯანდაცვის და კულტურის სამინისტროებიდან ჯერ არ მიუღიათ. 

შესაბამისად, დასს ახალ სივრცეში მაყურებლისთვის თამაშის შესაძლებლობა ჯერ არ მისცემია. 

„განახლებული სივრცე, ბევრი ტექნიკური შესაძლებლობა როგორც ხმის, ისე განათების  მხრივ, ასევე მოძრავი სცენა ბევრ საშუალებას აჩენს გაამრავალფეროვნო სპექტაკლი“, - ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე. 


თოჯინების თეატრის დარბაზი


თოჯინების თეატგრის საგამოფენო სივრცე


თეატრის სადეკორაციო ოთახი


თოჯინების თეატრის შესასვლელი

ე.წ. „სიყვარულის კიბე“


თეატრის სარეპეტიციო ოთახი

ლიფტი თოჯინებისთვის

თოჯინების თეატრის ეზო


თოჯინების თეატრის შენობისა და ეზოს რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღეს.

2018 წელს რემონტისთვის კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 534 650 ლარი გამოყო.

ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა. სამუშაოები საბოლოოდ შპს "ტოჩმა" განახორციელა.

თეატრის რეკონსტრუქცია 600 ათას ლარზე მეტი დაჯდა.
Print