ახალი ამბები
წყალტუბოში, ლიფტის შახტში ჩავარდნილი გოგონას საქმეზე ერთი პირია დაკავებული
FaceBook
წყალტუბოში, სანატორიუმ ''მერცხალში'', ლიფტის შახტში გარდაცვლილ გოგანას საქმეზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

ქუთაისიპოსტს შინაგან საქმეთა სამინისტორში განუმარტეს, რომ  მამაკაცისთვის თავისუფლების აღკევათა ცრუ ჩვენების ბრალდებით მოხდა.

ჩვენი  ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.

თუ რა ჩვენებაზეა საუბარი და ამის საფუძველზე  მოხდება თუ არა მუხლის გადაკვალიფიცირება უწყებაში ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.  

19 წლის გოგონა, 1 ივლისს საღამოს ლიფტის შახტში გარდაცვლილი იპოვეს.

ყოფილი სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე დამკრძალავი ბიურო და სამედიცინო ლაბორატორიაა განთავსებული, მესამე სართული მიტოვებულია.
ერთ-ერთი ვერსიით,  გოგონა შენობის სახურავიდან ჩავარდა შახტში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

წყალტუბოში, მოზარდი ლიფტში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა
Print