ახალი ამბები
სამტრედიის სოფელ ახალსოფელში გზის საფარის პრობლემა მოგვარდა
FaceBook

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში გზის საფარის დაგება დასრულდა.


სამტრედიის მერიაში ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ ახალსოფელში გზის საფარის დაგება ერთი კვირის წინ დასრულდა.

აღნიშნული პრობლემის შესახებ ახალსოფლის მცხოვრებლებმა, ქუთაისიპოსტის რუბრიკაში ისაუბრეს.


ვიდეობლოგებში ნაჩვენებია სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მთავარი სათქმელი, როგორც ხელისუფლების, ასევე, სოფელში არსებული პრობლემების მიმართ.


რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი.

 


ამავე თემაზე:

"გზა გვაქვს უვარგისი"- რუბრიკაში "მოქალაქის ხმა" (ვიდეო)

 

Print