ახალი ამბები
ქუთაისში, ეროვნულ გამოცდაზე 40 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისში, ერთიან  ეროვნულ გამოცდებზე,  დღეს,  791 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, აქედან გამოცდებზე 40 არ გამოცხადდა.

ამის შესახებ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის პრესსამსახურში განგვიმარტეს. 

"აბიტურიენტების ნაწილს დაახლოებით, ხუთი წუთი დააგვიანდა, ნაწილი კი, საერთოდ არ გამოცხადდა".  

დღეს, ეროვნული გამოცდები, 08:00 საათზე, ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 

ქუთაისის სამ საგამოცდო სივრცეში ((N1, N23 და N41 სკოლებში) სულ 751 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

აბიტურიენტები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით, საგამოცდო სექტორში შესვლამდე პირბადეს ატარებენ, ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში წარადგენენ პისიარ ტესტის პასუხს, რომელიც მათ რამდენიმე დღით ადრე ჩაიტარეს.

სულ, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3 600-ზე მეტი სტუდენტი, მაგისტრობის 12 600-ზე მეტი კანდიდატი და მასწავლებლობის 12 ათასამდე მსურველი.
Print