ახალი ამბები
რეგიონებში ,,ღია სახლი“ მოზრდილთა თერაპიული სერვისების დანერგვას იწყებს
FaceBook
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ,,ღია სახლი“, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის პროგრამებს ახორციელებს, მოზრდილთა თერაპიული სერვისების დანერგვას რეგიონში იწყებს.
პროგრამის საპილოტე პროექტის ფარგლებში რეაბილიტაციის ერთ კურს ქუთაისის მერია აფინანსებს, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 50 წლამდე ადამიანებისთვის, რომელთაც გადატანილი აქვთ ინსულტი ან თავის ტვინის ტრავმა, რის შედეგადაც განვითარებულია ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური დეფიციტი (პარეზი, მეხსიერების სირთულეები, მეტყველების პრობლემები-აფაზია, და სხვა).

"ღია სახლი" კლიენტებს ნეიროფსიქოლოგიურ შეფასებას, ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამა, ABA თერაპიას, ფსიქოთერაპიას, ფიზიკური თერაპიასა და სხვა მომსახურებას სთავაზობს.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსება შემდეგ მომსახურეობებს მოიცავს:

· ოკუპაციური თერაპევტის შეფასება/ინდივიდუალური რეკომენდაციები;

· ნეიროფსიქოლოგიური შეფასება/ინდივიდუალური რეკომენდაციები; შემდგომი ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.

· ფიზიკური თერაპია;

· ენისა და მეტყველების თერაპია;

· ოჯახის კონსულტაცია;

· ჯგუფური თერაპია (საჭიროების შემთხვევაში);

· ფსიქოთერაპია (საჭიროების შემთხვევაში);

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რეაბილიტაციის სერვისის მიწოდება თვითდაფინანსების საფუძველზე ხდება ნებისმიერი ასაკის ნევროლოგიური სტატუსის მქონე შშმ პირისთვის, რომელსაც სჭირდება დახმარება ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით.

აღნიშნული პროგრამა პირველად ხორციელდება როგორც ქუთაისში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით და პროგრამის მიზანია, ზრდასრულთა რეაბილიტაციის ახალი სტანდარტის დანერგვა რეგიონში, ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პრინციპების გათვალისწინებით.

პროგრამა ხორციელდება ASB-საქართველოს პროექტის ფარგლებში ,,თანაბარი შესაძლებლობები შშმ პირთათვის“.
Print