ახალი ამბები
შეძელით გაგეცნოთ საზოგადოებისთვის ადამიანები, ვინც წარსულში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა - დავით ხვადაგიანი
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" დღეს 1 წლის იუბილეს აღნიშნავს. საინფორმაციო სააგენტოს ერთი წლის საქმიანობას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მკითხველები აფასებენ:

დავით  ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია:

ქუთაისიპოსტი ერთი წლის გახდა და მინდა მივულოცო მას ეს თარიღი.

ამ ერთი წლის მანძილზე თქვენ შეძელით გაგეცნოთ საზოგადოებისთვის ადამიანები ვინც წარსულში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქუთაისის და არა მარტო ამ ქალაქის ცხოვრებაში და ეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის თქვენს საქმიანობას.

ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო იყო თქვენთან თანამშრომლობა და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასე იქნება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს.

Print