ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრის ეზოში „მწვანე თეატრი“ გაიხსნება (ფოტო)
FaceBook

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრის ეზოს ახალი სივრცის მოსაწყობად ამზადებენ.

თეატრის ეზოში „მწვანე თეატრი“ განთავსდება, რისთვისაც ადმინისტრაციამ სამუშაოები უკვე დაიწყო.


ეზოში დაირგო ორასამდე ძირი ნაძვი, რომელმაც ახალი ფონი უნდა შექმნას სცენისთვის.


მომზადდება ღია კონსტრუქცია, სადაც სცენა განთავსდება.

ადგილი, სადაც სცენა განთავსდება

მოეწყობა სივრცე მაყურებლებისთვისაც, რომელიც გადაიხურება.


სივრცე მაყურებლებისთვის


„ამ ღია სცენას ჩვენი რეპერტუარიდან მოვარგებთ სპექტაკლებს ან რეჟისორები ამ სივრცის შესაფერის ახალ სპექტაკლებს დადგამენ. ჩატარდება ლიტერატურული  საღამოები“, - ამბობს თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.


მაყურებელს სპექტაკლებზე დასწრება საღამოს სააათებში  შეეძლებათ.


თეატრის ეზოში ასევე იმუშავებს კაფე.


„მწვანე თეატრი“ ფუნქციონირებას ოქტომბრიდან დაიწყებს.

კორინავირუსის პანდემიის გამო თეატრებმა ფუნქციონირება 2 მარტს შეწყვიტეს.

ღია სივრცეში სპექტაკლები ოქტომბრდან  გაიმართება.


თეატრებმა, საქართველოში არსებულს სხვა სახელოვნებო და კულტურულ ორგანიზაციებთან ერთად, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები  მიიღეს. თუმცა შენობებში შესვლის და რეპეტიციების განახლების უფლება ჯერ არ ეძლევათ.

Print