ახალი ამბები
პრეზიდენტმა აბიტურიენტებს გამოცდების დაწყება ქუთაისიდან მიულოცა
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოცდების დაწყებამდე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც საგამოცდო ცენტრია გახსნილი.


Პრეზიდენტმა აბიტურიენტებს გამოცდების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. Მისი თქმით, წელს კორონავირუსის გამო, საგამოცდო პროცესი განსხვავებულ გარემოში ჩაივლის, თუმცა, მისი თქმით, ცენტრებში საფრთხეები მინიმუმამდეა დაყვანილი.

,,დღეს ქუთაისში ვიმყოფებით და აქედან მინდა მოვულოცო ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს აბარებს ეროვნულ გამოცდებს. მინდა ვუსურვო წარმატებები. მართალია, ეს წელი ცოტა განსხვავებულია, რადგან პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაციაა. მგონია, რომ საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვნახე ყველაფერი ის, რაც მომზადებულია, იმისათვის რომ ამ პირობებში, მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე და მე მგონი, ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ის შემდგომი ცხოვრების საწყისია. ამ ქვეყნის მომავალი ამ აბიტურიენტების ხელშია", - Განაცხადა პრეზიდენტმა.

Ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 6 ივლისს დაიწყო. Აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. Წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე 39-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრიერებული.

Print