ახალი ამბები
მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
FaceBook
დილიდან სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე რიონში.

მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში  ჩართულია იმერეთის 10 მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს 3 მყვინთავი, 2 გასაბრი ნავი, სპეც ტექნიკა- ექო ლოტი,  რომლითაც ხდება ფსკერის სკანირება და დრონი.

მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 112-ში 6 ივლისს,  დილის საათებში  შევიდა.
Print
თეგები: #112 #რიონი #ძებნა