დილიდან სამძებრო სამუშაოები
მიმდინარეობს მდინარე რიონში.
მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს
ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს
ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში  ჩართულია იმერეთის 10
მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს 3
მყვინთავი, 2 გასაბრი ნავი, სპეც ტექნიკა- ექო ლოტი,  რომლითაც
ხდება ფსკერის სკანირება და დრონი. 
მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება
112-ში 6 ივლისს,  დილის საათებში  შევიდა.
			 
			
მასალის გამოყენების პირობები