ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის შემოვლითი გზა გახსნა
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ქუთაისის შემოვლითი გზის ერთ-ერთი მონაკვეთი გახსნა.

ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კმ-იან მონაკვეთზე.

ამ მონაკვეთზე ექსპლოატაციაში შევა ავტომაგისტრალის ახალი 2 ზოლი.

ავტომაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სპეციალური სქემის შესაბამისად. კერძოდ, თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ნახშირღელეს კვანძით ქუთაისი-სამტრედიის გზის მე-13 კმ-მდე, საიდანაც ნიკეას ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან გეგუთის სატრანსპორტო კვანძს, ხოლო დაფნარის სატრანსპორტო კვანძის გავლით გააგრძელებენ მოძრაობას ფოთი-ბათუმი-სარფის და სენაკი-ზუგდიდის მიმართულებებით. დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე, რომლის 37-ე კმ-დან მოძრაობას განაგრძობენ მარჯვნივ და ბაშის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით დაუკავშირდებიან თბილისის მიმართულებას

Print