ახალი ამბები
ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს ხანძარია
FaceBook
ქუთაისში, ავანგარდისა და ე.წ.პასელოკის დამაკავშირებელ გზაზე ხანძარია.

ცეცხლი თავდაპირველად ბუჩქებს მოედო, შემდეგ კი ხეებზე გადავიდა. ტერიტორიის ორივე მხარეს, სადაც ცეცხლი გაჩნდა, საცხოვრებელი კორპუსებია. თუმცა, ამ დროისთვის ცეცხლის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო სამსახური.

მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
Print