ახალი ამბები
წყალტუბოში, მოზარდი ლიფტში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა
FaceBook
წყალტუბოში, ყოფილი სავაჭრო ცენტრის, „მერცხალის“, შენობაში 18 წლის მოზარდი ლიფტში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა.
როგორც ქუთაისიპოსტს ადგილზე განუმარტეს, 18 წლის გოგონა შენობაში მეგობრებთან ერთად იყო მისული, თუმცა ის შემთხვევით ლიფტის ცარიელ შახტში ჩავარდა. 


ლიფტის შახტი


"ოთახი ეგონა ალბათ და ფეხი რომ დააბიჯა, დახვდა სიცარიელე.  წელს დაამთავრა სკოლა. უცხო ენები იცოდა და უცხო ენის სპეციალობაზე აპირებდა ჩაბარებას", - ამბობს ყოფილი სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი. 

ყოფილი სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე დამკრძალავი ბიურო და სამედიცინო ლაბორატორიაა განთავსებული, მესამე სართული კი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, მიტოვებულია.

შემთხვევის დროს მეგობრების გარდა, შენობაში არავინ იმყოფებოდა.

შემთხვევა პირველ ივლისს საღამოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


Print