ახალი ამბები
ვიზეარმა ფრენების უმეტესობა 2021 წლამდე გადადო
FaceBook
უნგრულმა, დაბალბიუჯეტიანმა კომპანია Wizz air-მა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების უმეტესობა 2021 წლის მაისამდე გადადო.
"სამწუხაროა, როდესაც ფრენის გაუქმება გვიწევს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს ხდება, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ ვირუსის გავრცელება შეაკავოს. ამიტომ, ასეთი შემთხვევებისთვის, ჩვენ სამი არჩევანი გვაქვს,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან ონლაინ პრესკონფერენციაზე Wizz air-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრას რადომ.

ერთ-ერთი მათგანია ბილეთის ღირებულების სრულად ანაზღაურებაა. მგზავრებს შეუძლიათ უფასოდ ნებისმიერი მიმართულებით გადაცვალონ ბილეთი. მეორე შემთხვევაში მგზავრებს თანხის 120% დაუბრუნდებათ „ვიზეარის“ ანგარიშზე, რომლის გამოყენებაც ორი წლის განმავლობაში შეუძლიათ და მესამე ვარიანტი თანხის 100%-ის დაბრუნებაა საბანკო ანგარიშზე.

რიდომ, ასევე, განაცხადა, რომ კომპანია ქუთაისის ბაზაზე დასაქმებული არცერთი თანამშრომლის გათავისუფლებას არ გეგმავს.

ვიზეარს ქუთაისის აეროპორტში სამი ბაზირებულო ხომალდი ჰყავდა. კომპანია ფრენების განახლებას პირველი ივლისიდან ელოდებოდა, თუმცა ფრენების აღდგენა კიდევ ერთი თვით გადადების შემდეგ კომპანიამ ბაზების დროებით დახურვა გადაწყვიტა და საქართველოდან სამივე ხომალდი გაჰყავს. შედეგად, მიმდინარე წელს დაგეგმილი რეისებიც გაუქმდა. 

"ვიზეარი", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა, საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან მუშაობს.

Print