ახალი ამბები
„ვიზეარი“ არსად არ გადის - ნათია თურნავა
FaceBook
„ვიზეარი“ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას და რჩება მომხმარებლების ერთგული.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გაანცხადა. 

„მინდა, ყველა დავამშვიდო ამ საკითხთან დაკავშირებით. „ვიზეარი“ არსად არ გადის, „ვიზეარი“ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს საქართველოში. 2012 წელს შემოვიდა ჩვენთან და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ გაფართოებულიყო „ვიზეარის“ არეალი. კოვიდამდე 30-მდე ფრენას ასრულებდა და დაანონსებული ჰქონდა კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება. „ვიზეართან“ ახლახანს მქონდა საუბარი და „ვიზეარი“ თავადაც დაადასტურებს ამას საჯაროდ. „ვიზეარი“ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, რჩება თავისი მომხმარებლების ერთგული, ჩვენი მოქალქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში „ვიზეარის“ მეშვეობით, ჩვენი ხელშეწყობით ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და გვიბრუნდებოდა ისევ საქართველოში“, – განაცხადა თურნავამ.

დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზას აუქმებს.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტში რეისები 2020 წლის 4 მარტს აკრძალა.


Print