ახალი ამბები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ "თავისუფალი ზონის" წევრების ადვოკატის სარჩელი არ მიიღო
FaceBook
დათუსანის თქმით, სააპელაციო სასამართლომ 72 საათიანი ვადა გამოიყენა იმისთვის, რომ სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ "თავისუფალი ზონის" წინასწარპატიმრობაში მყოფი სამი წევრის ადვოკატის სარჩელი არ მიიღო. ადვოკატის, ელისო დათუსანის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით სააპელაციოს მიმართა. დათუსანის თქმით, სააპელაციო სასამართლომ 72 საათიანი ვადა გამოიყენა იმისთვის, რომ სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვა.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გია თევდორაძემ ბრიფინგზე გააპროტესტა.

"ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, სასამართლომ ამჯერადაც "დაამტკიცა", რომ მათ მაგივრად გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს.

"ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნათია ბარბაქაძე, რომელიც თავისუფალი ზონის წევრების მოსამართლე გახლდათ, სასამართლო პროცესზე იყო არა მოსამართლე, არამედ ბრალმდებელი და პროკურორი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უდანაშაულოდ დაჭერილი ბიჭები გავათავისუფლოთ", - განმარტავენ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაში.

"თავისუფალი ზონის" სამი წევრი, ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია მიმდინარე წლის 2 ოქტომებრს დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი პარლამენტის წინ ტელეკომპანია რუსთავი2-ის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე უმრავლესობის წევრისთვის შეურაცხყოფის მიყენება გახდა,


ამავე თემაზე:


ქუთაისში "თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს
ქუთაისში "თავისუფალი ზონის" წევრებს ბრალი წაუყენეს
"თავისუფალი ზონის" წევრებმა შიმშილობა დაიწყეს
Print