ახალი ამბები
ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სია, რომლებთანაც სასაზღვრო შეზღუდვები უნდა მოიხსნას
FaceBook
ევროკავშირის საბჭო იმ მესამე ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლებთანაც წევრმა სახელმწიფოებმა 1-ელი ივლისიდან სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყოს. ამის შესახებ შესაბამისი განცხადება დღეს გავრცელდა.

აღნიშნულ ქვეყნებს შორის მოხვდნენ : საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს).

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, სია ყოველ 2 კვირაში განახლდება.



Print