ახალი ამბები
"ვემზადებით ახალი ტენდერისთვის" - მგფ-ს დირექტორი რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციაზე
FaceBook
ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციისთვის ხელახალი ელექტრონული ტენდერი, შესაძლოა, ზაფხულის განმავლობაში  გამოცხადდეს.
ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ ვანში არქეოლოგიურ მუზეუმში სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, წინა ტენდერის ჩაშლის მიზეზი თავდაპირველად გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვის დროს გამოვლენილი  გამარჯვებული კომპანიის მიერ ვადების დარღვევა იყო.

"ვემზადებით ახალი ტენდერისთვის. მათ ჰქონდათ ვალდებულება კონკრეტულ დროში წარმოედგინათ შესაბამისი ხარისხის დოკუმენტაცია, რომელიც ვერ წარმოადგინეს. ვმუშაობთ და შესაძლოა, ამ ზაფხულში გამოცხადდეს. გამორიცხული არ არის, რომ პროექტის ბიუჯეტი გაიზარდოს", - ამბობს გიორგი შენგელია. 

რიონისპირა სახლების აღდგენა ქუთაისის მერიამ 2019 წელს ყველაზე დიდ და პრიორიტეტულ პროექტად დაასახელა.

გასულ წელსვე პროექტირებაზე 944 000 ლარიანი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმაც გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე რეკონსტრუქცია რიონის მარცხენა მდებარე სახლებს უნდა ჩატარებოდა, შემდეგ სამუშაოები კათოლიკურ უბანში უნდა გადანაცვლებულიყო, საბოლოო ჯამში კი მთელი ისტორიული ნაწილი უნდა მოეცვა.




ამავე თემაზე:

"რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციაზე უარი თქვეს" - გიგა შუშანია

ქუთაისში რიონისპირა სახლებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციისთვის ტენდერი გამოცხადდა
Print