ახალი ამბები
11ოქტომბერს ქუთაისში "ზასტაველობა" აღინიშნება
FaceBook
11 ოქტომბერს ქუთაისში "ზასტაველობის" სახალხო დღესასწაული "ზასტავა 2015" აღინიშნება.

ღონისძიება რუსთაველის ქუჩაზე (დედა ენის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე) გაიმართება.
"ზასტაველობის" ორგანიზატორია გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე. ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეთა ასოციაცია "ბათა" და #23 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ევროინიციატორები" .

"ზასტაველობის" სახალხო დღესასწაული 17 საათზე დაიწყება.

"ზასტაველობა" ქუთაისში წლების წინ აღინიშნებოდა. დღესასწაულის აღდგენის ინიციატივა ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს ეკუთვნის. 

Print