ახალი ამბები
I ❤ NY ლოგოს ავტორი გარდაიცვალა
FaceBook

წლების წინ არც არავის ეგონა, თუ ნიუ-იორკის ცათამბჯენების, კინგ-კონგის ან თავისუფლების ქანდაკების კონტურებს მიღმა რაიმე ლოგო შეეძლო მიეღო და ორგანულად შეესისხლხორცებინა ამ დიდ მეგაპოლისს.

 

არადა, ის, გრაფიკოს-დიზაინერმა მილტონ გლეისერმა სულ ერთი ხელისმოსმით, ჯერ კიდევ 1977-ში მოიფიქრა და მოხაზა. შემდეგ, მისდა უკითხავად, მსოფლიომ აიტაცა, ყველამ საკუთარ ქალაქს მოარგო ნიუ-იორკისთვის შექმნილი სიყვარულის ასეთი ახსნა I NY

 

რამოდენიმე საათის წინ, ოჯახმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ თავის ნიუ-იორკულ ბინაში, 91 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა დიზაინერი მილტონ გლეისერი, მსოფლიოში ცნობილი ლოგოს, I NY შემქმნელი.


როცა 2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტები ტყუპ ცათამბჯენებს დაეჯახნენ, მეორე დილით ნიუ-იორკულმა გაზეთმა დეილი ნიუსი გარეკანის პირველ გვერდზე არათუ დანგრეული ტყუპების სურათი, არამედ გლეისერის სწორედ ეს ლოგო დაბეჭდა.

Print