ახალი ამბები
თქვენი დაუღალავი შრომით ყოველთვის ვგებულობთ მოვლენების შესახებ - მანანა ჯულაყიძე
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" დღეს 1 წლის იუბილეს აღნიშნავს. საინფორმაციო სააგენტოს ერთი წლის საქმიანობას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მკითხველები აფასებენ:

მანანა ჯულაყიძე კერძო სკოლა "ღონე ქვეყნისა" დამფუძნებელი :

"როგორც შევიტყვე ქუთაისიპოსტს უსრულდება დაარსებიდან ერთი წელი. მადლობა მინდა გითხრათ თანამშრომლობისათვის.

სააგენტო ჟურნალისტებისაგან შედგება და ისინი განსაზღვრავენ მის ხარისხსა და იმიჯს. მეოთხე ხელისუფლება - ასე გიწოდათ ისტორიამ.

მიიღეთ ჩვენი მილოცვა.

გისურვებთ გულწრფელ რეპორტაჟებს, სტატიებსა და ნარკვევებს, სამართლიან და არგუმენტირებულ პოზიციებს.

თქვენი დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ ყოველთვის ვგებულობთ მოვლენების შესახებ და განვიცდით სხვათა ბედნიერ და სევდიან ისტორიებს.

ღებულობდეთ ღირსეულ შედეგებსა და პროფესიულ საქმიანობას მოეტანოს ბევრი გულწრფელი ღიმილი და ნდობა."

Print