ახალი ამბები
იმერეთში, ფულადი ჯილდო 1 345-მა პედაგოგმა მიიღო
FaceBook
იმერეთში, 2019-2020 წლებში 1 345-მა პედაგოგი  პენსიაზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ  მასწავლებლებმა ერთჯერადი ფულადი ჯილდო მიიღეს.
მთლიანად, ქვეყის მასშტაბით კი, მასწავლებელის  ჯილდო 1 917 საჯარო სკოლის 8 426-მდე პრაქტიკოს  პედაგოგს ერგო.

მათ ფულად ჯილდოებზე კი, ბიუჯეტიდან  75,9 მლნ ლარი დაიხარჯა. 

განათლების სამინისტრომ საპენსიო ასაკის პედაგოგებს სკოლის დატოვება და ფულადი ჯილდო 2019 წელს შესთავაზა. საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებსაც სურვილი არ აქვთ გამოცდაზე გასვლით დაადასტურონ კომპეტენცია, ან ორი მცდელობის მიუხედავად, ეს ვერ შეძლეს, ეძლევათ პრივილეგია, სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი და შეწყვიტონ პროფესიული საქმიანობა.

"ამ ფორმით სახელმწიფო საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს, რომლებმაც შექმნეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ისტორია და აღზარდეს არაერთი თაობა, მადლიერებას გამოხატავს მათი მრავალწლიანი ფასდაუდებელი პედაგოგიური საქმიანობის გამო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეფორმის შედეგად, ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრები შემოვიდნენ", - განმარტებულია განათლების სამინისტროს ოფიაციალურ გვერდზე.

თუ რატომ მიიღეს სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება და რა გრძნობენ შინ წასული პედაგოგები ნახეთ აქ.

Print