ახალი ამბები
ქუთაისში, სასაფლაოდან ბიუსტი მოიპარეს
FaceBook
ქუთაისში,  მხატვარ ოთარ ქანთარიას ბიუსტი უცნობმა პირებმა მოიპარეს.

ბიუსტი საფიჩხიის სასაფლაოზე იყო განთავსებული. ადგილობრივების თქმით, ქურდობა, სავარაუდოდ, ღამის საათებში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე მოკვლევა უკვე  დაიწყო. გამოძიება 258_ე მუხლის, მე-2 ნაწილით დაწყო, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას ნიშნავს.

დანაშაული 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Print