ახალი ამბები
ხარაგაულის მერიას, უფროსის მიერ თანამშრომლების ყანაში მუშაობის ფაქტის შესწავლა არ დაუწყია
FaceBook
ხარაგაულის მერიას, დასუფთავების ააიპის უფროსის მიერ თანამშრომლების ყანაში მუშაობის ფაქტის შესწავლა ჯერ არ დაუწყია.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ იმის გასარკვევად, გამოიყენა თუ არა თემურ ფურცელაძემ თანამდებობა ბოროტად, სპეციალურ კომისიას შექმნიან, თუმცა, როდის დაიწყებს საკითხის მოკვლევას მერია, უცნობია.

"უნდა შევქმნათ კომისია და შევისწავლოთ იყო თუ არა ეს თანამდებობის ბოროტად გამოყენება. გავივლით საკითხს იურისტებთან და მივყვებით ბოლომდე", - ამბობს ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კახა გოლუბიანი.

დასუფთავების და კეთილმოწყობის ააიპის უფროსს პოსტის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც ინტერნეტსივრცეში ვიდეომასალა გავრცელდა, რომელშიც ჩანდა როგორ ამუშავებდა თემურ ფურცელაძე  თანამშრომლებს საკუთარ ყანაში.

იმავე დღეს მუნიციპალიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ფურცელაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა, როგორც ქუთისიპოსტმა გაარკვია, ააიპის უფროსმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა. მომხდარიდან მეორე დღეს ქუთისიპოსტს ფურცელაძე სამუშაო კაბინეტშიც კი დახვდა.

თემურ ფურცელაძე ააიპში დასაქმებულ თანამშრომლებს ყანაში ანაზღაურების გარეშე ამუშავებდა. გაერთიანების უფროსი საკუთარ ნაკვეთში მუნიციპალიტეტის ტექნიკასაც იყენებდა.



ამავე თემაზე:

ყანაში თანამშრომლების მუშაობისთვის გათავისუფლებული უფროსი სამსახურში მივიდა (ვიდეო)


ხარაგაულში ააიპ დასუფთავების უფროსი თანამშრომლებს ყანაში ამუშავებდა
Print