ახალი ამბები
ფესტივალი "თეატრალური იმერეთი“ სავარაუდოდ შემოდგომაზე გაიმართება
FaceBook

ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2020“  წელს არ გაუქმდება.


ორგანიზატორების ინფორმაციით,  ფესტივალის გადადებააა დაგეგმილი.  იგი,  სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება.

„რეპეტიციები განახლდება ყველა თეატრში და ისინი მოამზადებენ საფესტივალო სპექტაკლებს. რეპეტიციები გაიმართება ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინებით, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაუწესა თეატრებს“, - ამბობს „თეატრალური იმერეთის“ დირექტორი მაია პაქსაშვილი.


ფესტივალი შემოდგომაზე ტრადიციულად ორი კვირა გაგრძელდება და მასში მონაწილეობას იმერეთის მხარის ყველა თეატრი მიიღებს.


ჯერჯერობით გაურკვეველია უცხოური დასების მონაწილეობის საკითხი. ფესტივალში ოთხი ქვეყნის თეატრალურ დასს უნდა მიეღო მონაწილეობა.თუმცა ორგანიზატორების ინფორმაციით შემოდგომისთვის ეს საკითხიც გარკვეული იქნება.

თეატრები ფესტივალისთვის სამზადისს ივლისიდან შეუდგებიან.

ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ მე-12 წელია იმართება. მასში იმერეთის მხარის თეატრების გარდა, საქართველოს სხვა ქალაქების დასები, ასევე უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის თეატრებიც იღებენ მონაწილეობას.
„თეატრალურ იმერეთს“ მეოთხე წელია რაც საერთაშორისო ფესტივალის სტატუსი მიენიჭა

 

 

Print