ახალი ამბები
საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიმდინარე წელს ამომრჩევლები 10-ჯერ მიიღო
FaceBook
თუმცა, მაჟორიტარ დეპუტატს 70-მდე მოქალაქის მომართვიანობა ქონდა.


საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მანანა კობახიძემ მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე ამომრჩევლები პირადად მხოლოდ 10-ჯერ მიიღო. თუმცა, მაჟორიტარ დეპუტატს 70-მდე მოქალაქის მიმართვიანობა ქონდა.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტთან საუბარში მანანა კობახიძის ბიუროს ხელმძღვანელმა ნონა ტყემალაძემ განმარტა. მისი თქმით, დეპუატატი, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო, თვეში მხოლოდ ერთხელ ახერხებს საჩხერეში ჩასვლას. თუმცა, ბიუროში ირწმუნებიან, რომ მაჟორიტარს ამომრჩევლების მხრიდან შემოსული განცხადებების შესახებ ინფორმაცია აქვს.
"ვცდილობთ,  ამომრჩევლებს შეძლებისდაგვარად ჩვენ დავეხმაროთ. რადგან მანანა კობახიძე გარდა იმისა, რომ მაჟორიტარი დეპუტატია, ვიცე-სპიკერიც არის და ვერ იცლის", - ამბობს ტყემალაძე.

ბიუროში განმარტავენ, რომ დეპუტატს ძირითადად სოციალურ საკითხებზე და ჯანდაცვის საკითხებზე მიმართავენ. მათივე განმარტებით, მანანა კობახიძე ამომრჩევლებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე საკითხებთან დაკავშირებით ხვდება. მაგალითად, როგორიცაა, პატიმრების შეწყალება, სასჯელის შემსუბუქება, დაკარგული თუ შეჩერებული სოციალური შემწეობის მიღება.
"ეს ისეთი სპეციფიკური საკითხებია, რომლელთა  მოგავრება ჩვენი მხრიდან და საერთოდ, ადგილობრივი მთავრობის დონეზეც რთულია. ამიტომ, ასეთ საკითხებს ვინიშნავთ და მსგავსი პრობლემის მქონე ამომრჩევლებს თავად დეპუტატი ხვდება", - განმარტავენ მანანა კობახიძის ბიუროში.

საჩხერის მუნიციპალიტეტის თემებზე:

საჩხერეში მიწისძვრით დაზარალებულები 24 წელია ფინანსურ დახმარებას ელოდებიან

ბიძინა ივანიშვილს საჩხერეში ეპატიჟებიან


საჩხერეში მიმდინარე პროექტებზე 714 777 ლარი დაიხარჯება


.
Print