ახალი ამბები
ქუთაისში, სუს-ის მიერ დაკავებული პირი მერიის თანამშრომელია
FaceBook
დღეს, 24 ივნისს,  ქუთაისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დაკავებული მამაკაცი, მერიის თანამშრომელია.

ბ.ხ-ეს სუსი თაღლითობის მცდელობას ედავება.

"გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, მოქალაქეს ქ. ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა, საიდანაც თანხის ნაწილი 400 ლარი წინასწარ გამოართვა.გამოძიებას მიმდინარეობს, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო", - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებული პირი  მერიის მერიის ა(ა)იპ "ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" თანამშრომელია. მისი დაკავება სავაჭრო ცენტრ "ქარვასლასთან"  მოხდა.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახური აწარმოებს.

Print