ახალი ამბები
ტყეში შეშის მოგროვების პრაქტიკა იცვლება
FaceBook
ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის.

თუკი აქამდე მოქალაქე ხის მოსაჭრელად ბანკში  მიდიოდა, ბილეთს იღებდა და შემდეგ ამ ბილეთის საფუძველზე თავად ჭრიდა ხე-ტყეს, 2023 წლიდან შეეძლება "საქმიან ეზოში" მივიდეს და დახარისხებული პროდეუქტი შეიძინოს.

"საქმიანი ეზო" ყველა მუნიციპალიტეტში უნდა მოწყოს. 

სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება და სააგენტო ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას თავად უზრუნველჰყოფს.

ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო სააგენტოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის, კარლო ამირგულაშვილის თქმით, სოციალური ჭრის პრაქტიკა არცერთ ქვეყანაშია მიღებული და აღნიშნული სიახლით ტყის ჭრის დროს ფატალურ შემთხვევების არიდება მოხდება.

"მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სამასალე თუ საშეშე ხე იყიდონ, როგორც ნებისმიერ რამეს ყიდულობენ მაღაზიაში. ეტაპობრივად, ვხსნით "საქმიან" ეზოებს მუნიციპალიტეტებში. ყველა მუნიცინალიტეტს ექნება თავისი "საქმიანი ეზო", თუმცა მუნიციპალიტეტის სიდიდის გათვალისწინებით, ეს შეიძლება გაიზარდოს", - ამბობს კარლო ამირგულაშვილი.

ტყის ახალი კოდექსი პარლამენტში მესამე მოსმენით 22 მაისს მიიღეს.


Print