ახალი ამბები
სპეცოპერაცია ქუთაისში - სუსმა ქუჩაში მამაკაცი დააკავა
FaceBook
რამდენიმე წუთის წინ, სუსმა ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ  "ქარვასლასთან" მამაკაცი დააკავა.

თვითმხილევლების თქმით,  შუახნის ასაკის მამაკაცს წინააღმდეგობა არ გაუწევია. 

"სუსის ავტომანქანები იყო მობილიზებული. მამაკაცს ხელბორკილები დაადეს და მანქანაში ჩასვეს. ვიკითხეთ რა მოხდა, მაგრამ არაფერი გვითხრეს", - განმარტავენ შემთხვევის დროს ადგილზე მყოფები. 

ჯერჯერობით, უცნობია რა გახდა მამაკაცის დაკავების მიზეზი, ქუთაისიპოსტი აგრძელებს თემაზე მუშაობას.

Print