ახალი ამბები
ყანაში თანამშრომლების მუშაობისთვის გათავისუფლებული უფროსი სამსახურში მივიდა (ვიდეო)
FaceBook
ხარაგაულის ააიპ "დასუფთავებისა და კეთილმოწყობის" სამსახურის უფროსმა, რომელიც მუნიციპალიტეტის განცხადებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს, სინამდვილეში პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

თემურ ფურცელაძე, რომელიც მის 10 თანამშრომელს საკუთარ ყანაში ამუშავებდა, ქუთაისიპოსტს სამუშაო კაბინეტშიც დახვდა. ფურცელაძე ამბობს, რომ მას გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჯერ არ ჩაბარებია. 

ფურცელაძე ქუთაისიპოსტის კითხვებმა გააღიზიანა.




ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა თემურ ფურცელაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება 22 ივნისს, მას შემდეგ გაავრცელა, რაც მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი საკუთარ ყანაში თავისივე თანამშრომლებს ამუშავებდა.

თემურ ფურცელაძე ააიპში დასაქმებულ თანამშროლებს ყანაში ანაზღაურების გარეშე ამუშავებდა. გაერთიანების უფროსი საკუთარ ნაკვეთში მუნიციპალიტეტის ტექნიკასაც იყენებდა. ფურცელაძის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამ
ეტების ამსახველი ვიდეომასალა ხარაგაულის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თორნიკე ავალიშვილმა გაავრცელა. ვიდეოში ჩანს როგორ მუშაობენ დასუფთავების ააიპის თანამშრომლები უფროსის ყანაში.

Print