ახალი ამბები
მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
FaceBook
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად პეტრე ადამაძე დაინიშნა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ადამაძე აღნიშნულ პოსტზე კონკურსის გზით შეირჩა.

პეტრე ადამაძე ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კათედრის დოქტორანტია. იგი იყო სამოქალაქო კვლევების და განვითარების ცენტრის გენერალური დირექტორი. ასევე ხელმძღვანელობდა მედიაჰოლდინგ კომერსანტს. 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა საქართველოში მოწინავე და დამწყებ კომპანიებს. 

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფრომა, ლევან კინწურაშვილმა პოსტი 13 მაისს დატოვა.

Print