ახალი ამბები
არ მიკვირს, რომ „ქუთაისიპოსტმა“ მოკლე დროის მანძილზე უკვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება -ნანული ცხვედიაანი
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" დღეს 1 წლის იუბილეს აღნიშნავს. საინფორმაციო სააგენტოს ერთი წლის საქმიანობას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მკითხველები აფასებენ:

ნანული ცხვედიანი, ჟურნალისტი:

უკვე ერთი წელი გასულა, რაც ქართულ მედიას კიდევ ერთი პატარა ოჯახი შეემატა "ქუთაისიპოსტის" სახით.
ამ ოჯახის თითოეულ წევრს ვიცნობ და ვიცი მათი პროფესიული შესაძლებლობები, ამიტომ არ მიკვირს, რომ ასე მოკლე დროის მანძილზე უკვე მიიპყრეს საზოგადოების ყურადღება. ოპერატიულობა, მოქალაქეობრივი ხედვა, თემატური მრავალფეროვნება - სხვა რა სჭირდება კარგ "ნიუსსა" თუ რეპორტაჟს? ცხადია, პროფესიის სიყვარულიც.

ჰოდა, თქვენ ეს ყველაფერი გაქვთ, ჩემო მეგობრებო, ამიტომ ისღა დაგრჩენიათ, მოიმარჯვოთ ვიდეოკამერები, დიქტოფონები, "ნოუთბუქები" და კვლავაც შემართებით იბრძოლოთ საკუთარი ხელწერის დასამკვიდრებლად ამ დიდ, კონკურენტულ, მრავალფეროვან მედიასივრცეში.

ბევრი საინტერესო სიახლე და ბევრი წარმატება თქვენ!


Print