ახალი ამბები
ხმაური და დაპირისპირება გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგზე ქუთაისში
FaceBook
თბილისში, ერთი წლის წინ, 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის ძალისმიერად დაშლას, "ნაციონალური მოძრაობის"  ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ქუთაისიდან ბრიფინგით გამოეხმაურა, რომელსაც ინციდენტი მოჰყვა.

ბრიფინგის მიმდინარეობის პროცესში უცნობმა პირებმა ავტომანქანებიდან მესხიშვილის თეატრის მიმდებარედ, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები, საყვირებით ჩაიარეს, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ განიმუხტა, რაც გრიგოლ ვაშაძემ თავის მხარდამჭერებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.




"ესენი არიან პროვოკატორები და გთხოვთ, არ ავყვეთ".

გრიგოლ ვაშაძემ ე.წ. გავრილოვის ღამეს განვითარებული მოვლენები შეაფასა და განცხადა, რომ მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ძალისმიერად გაუსწორდა, რაც ვაშაძის თქმით, დანაშაულია.

2019 წლის 20 ივნისს , თბილისში პარლამენტთან შეკრებილები საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას და სესიის რუსულ ენაზე წაყვანას აპროტესებდნენ.

პროტესტის ტალღამ თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა. 20 ივნისს კი, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო მედიის 31-მა წარმომადგენელმა.

აქციის მონაწილეები მაშინდელი შინგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა, გადადგომის ნაცვლად, გიორგი გახარია დააწინაურეს და პრემიერ-მინისტრად დანიშნეს.

Print