ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთი 22-24 ივნისს ე.წ. საზღვარს გახსნის
FaceBook
აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 22-24 ივნისს მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვარი გაიხსნება.

საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებსა და აფხაზეთში მცხოვრებლებს ენგურის ხიდზე გადასვლა სამი დღის განმავლობაში შეეძლებათ. ენგურის ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა  თავისუფალი 22-24 ივნისს, 09:00-დან 19:00 საათამდე იქნება.

აფხაზურმა მხარემ ე.წ. საზღვარი მდინარე ენგურზე პირველ ივნისს ჩაკეტა.

Print