ახალი ამბები
როდის მიიღებენ ვიზიტორებს ქუთაისის მუზუმები?!
FaceBook

ქუთაისში არსებული მუზეუმების ნაწილი ვიზიტორებს მომავალი კვირიდან ელოდება.


ქუთაისის ისტორიული მუზეუმი ოთხშაბათიდან  24 ივნისიდან იხსნება.

„ჩავატარეთ მოსამზადებელი სამუშაოები. რეკომენდაციების გათვალისწინებით შევძლებთ დამთვალიერებლების  მიღებას“, - ამბობს ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე  ნონა ქარციძე.


სამშაბათიდან გაიხსნება კიდევ სამი მუზეუმი კაკაბაძის სახელობის გალერეა, ზაქარია  ფალიაშვილის მუზეუმი და მხეიძის სახელობის ფოტოტელემატიანეს მუზეუმი


„ვიყიდეთ ყველაფერი, რასაც რეკომენდაციით მოითხოვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. იქნება ეს დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარები, პერსონალის აღჭურვილობა და.ა.შ. ეტაპობრივად  სამი ფართი იქნება  მზად სამშაბათისთვის, რომელიც გაიხსნება“, - ამბობს  ააიპ ქუთაისის კულტურულ  სახელოვნებო საგანმანათლებლო  დაწესებულებათა  გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი.


ათი დღის განმავლობაში ვიზიტორებს სხვა მუზეუმებიც მიიღებენ სპორტის მუზეუმი, საბრძოლო დიდების მუზეუმი. შემოქმედებითი სახლი „ჯარისკაცის მამა“.


ქვეყანაში სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების შემოქმედებითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, საქართველოს განათლების  სამინისტრომ  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა „ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის“.


ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად სამუზეუმო სივრცეში 5 კვ.მ-ზე  უნდა მოდიოდეს ერთ ვიზიტორი. ჯგუფში არ შეიძლება იყოს ათზე მეტი დამთვალიერებელი.  გიდის მომსახურება უნდა გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი საათისა. ერთი კგუფი რომ გამოვა  სველი წესით უნდა დამუშავდეს დარბაზი.ამისათვის მუზეუმის პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს  სპეციალური ეკიპირებით და სხვა.


ქუთაისში 6 ოფიციალურად დარეგისტირურებული მუზეუმია.


ამათ გარდა არის სახლ-მუზეუმები, რომელთაც მუზეუმის სტატუსი არა აქვთ მინიჭებული: არსენ ფოჩხუას სახლი,  გოგილო ნიკოლაძის და გივი ბრეგაძის სახლი.

პანდემიის გამო მუზეუმები 2 მარტს დაიხურა.

Print