ახალი ამბები
იმერეთის მასშტაბით ტურისტების მიღებას 15 სასტუმრო შეძლებს
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტში 18 ივნისიდან ტურისტების მიღებას მხოლოდ რამდენიმე სასტუმრო შეძლებს.
შემოწმება გაიარა და კრიტერიუმები დააკმაყოფილა 15-მა სასტუმრომ.

მათგან 9 ქუთაისშია: ''გორა'', ''ვესტ ტაუერი'', ''ბესთ უესთერნ ქუთაისი'', ''კასა კალდა'', ''მწვანე ქალაქი'', ''სოლომონი'', ''აგრო სახლი- ქორენა'', სასტუმრო- პარკი, ''ტერასა ქუთაისი'', ''ბაგრატი 1003''.

4 სასტუმრო წყალტობოშია : ''პარკ ჰოტელ წყალტუბო'', ''სანატორიუმი იმერეთი'', ''ვილა ედემი'', ''წყალტუბო პლაზა''.

თითო-თითო სასტუმროა ხონსა და სამტრედიაში: სასტუმრო ''ობოლა'' სამტრედიაში და ''ჩიქოვანების მამული'' ხონში.

მთელი ქვეყნის მასშტაბის ჯერჯერობით მუშაობის უფლება 124 სასტუმროს აქვს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საკმაოდ ვრცელ სიას მოიცავს. მისი დაცვის ვალდებულება  ვრცელდება როგორც დამსაქმებლებსა და პერსონალზე, ასევე - სტუმრებზე. 





Print