ახალი ამბები
საქორწილო ბიზნესი დახურვის ზღვარზე
FaceBook
კორონავირუსის პანდემიის შედეგად შემოღებულმა შეზღუდვებმა განსაკუთრებით საქორწილო ბიზნესი, სალონები და კაბების გაქირავების სერვისში ჩართული ადამიანები დააზარალა.
საქორწილო ბიზნესში დასაქმებულები ჩივიან, რომ პანდემიამ ყველაზე მეტად საქორწილო სალონები ჩააგდო ცუდ დღეში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ისინი აღმოჩნდნენ, რომელთაც მუშაობისთვის ფართის ქირაობა უწევდათ. 

თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სალონი "ქუინი" ერთ-ერთი მათგანია. სალონში აღნიშნავენ, რომ დახურვის ზღვარზე არიან.

"ქუინის" წარმომადგენელი, ნინო გამთენაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ჯერ სალონს მუშაობა არ განუახლებია. სანამ ქორწილების გამართვაზე შეზღუდვა არსებობს, იგი მუშაობის განახლებაში აზრს ვერ ხედავს. 

"ჯერ კიდევ მარტში დაგვედო 2 000 ლარის ვალი. ყველაფერი გაგვიუქმდა, რაც "დაბევებული" გვქონდა. მერე სესხი გვქონდა „ფინკა ბანკში“, რომელმაც არ გადაგვივადა და სესხის პროცენტების გადახდაც გვიწევს. ხელფასების გაცემა, თავისთავად, ვერ ხერხდება. ვუცდით როდის დაუშვებენ ისევ ქორწილებს", - ამბობს ნინო გამთენაძე. 

სალონ "დიადემაში" ამბობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მათი ბიზნესიც გაიყინა. შედეგად თანამშრომლების უმრავლესობა უმეშევარი დარჩა. 

"12 თანამშრომელი გვყავდა ახლა ორი დავრჩით. რა ვქნათ, ყველა ცუდ დღეში ჩაგვაგდო ვირუსმა". 

ანალოგიური პრობლემის წინაშე აღნოჩნდა კიდევ ერთი სალონი ქუთაისში "მარიონელა". თანამშრომლების შემცირება იქაც მოუწიათ -  სალონში დასაქმებული 13 ადამიანიდან მხოლოდ მენეჯერი დარჩა.

საქორწილო ბიზნესში ჩართული პირები ერთადერთ გამოსავლად, შეზღუდვების მოხსნასა და ქორწილების დაშვებაში ხედავენ. 

საქართველოს მთავრობის #181-ე დადგენილებით, პანდემიის გამო ქვეყანაში აიკრძალა ხალხმრავალი ქორწილების და ქელეხის გადახდა.

ამ ეტაპზე მხოლოდ ათკაციანი ქორწილების გადახდაა ნებადართული.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოიხსნება ეს შეზღუდვა. 


Print