ახალი ამბები
ვფიქრობ „ქუთაისიპოსტი“ ლიდერია რეგიონალურ მედიასივრცეში - ილიკო ნაცვალაძე
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" დღეს 1 წლის იუბილეს აღნიშნავს. საინფორმაციო სააგენტოს ერთი წლის საქმიანობას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მკითხველები აფასებენ:

ილიკო ნაცვალაძე, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროგრამების კოორდინატორი დასავლეთ საქართველოში:

საინფორმაციო პორტალი "ქუთაისიპოსტი" ერთი წელია, რაც გამოჩნდა მედია-სივრცეში.
იგი უკვე სანდოობის, ოპერატიულობის, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მკითხველისათვის მიწოდების მაღალი ხარისხით სარგებლობს.

მიმაჩნია, რომ იგი ლიდერია რეგიონალურ მედიასივრცეში.

სააგენტოს მაღალკვალიფიცირებულ გუნდს პროფესიული და ინტელექტუალური შესაძლებლობანი, საქმისადმი დამოკიდებულება, ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება აძლევს საშუალებას მოახდინოს მოვლენათა ანალიზი, პროცესის პროექტირება და შედეგი მიმართოს სხვადასხვა სფეროს განვითარების თვალსაზრისით.

"ქუთაისიპოსტი" ახალი მედიატექნოლოგიების გამოყენების საშუალებით ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, მჭიდროდ ითანამშრომლოს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდულ ჯგუფებთან და ამ მხრივ ქმნის მკითხველისთვის მიმზიდველ, საინტერესო სადისკუსიო და სათანამშრომლო სივრცეს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და "ქუთაისიპოსტი"-ს მთელ გუნდს გულითადად მივულოცო 1 წლის იუბილე. გისურვებთ წარმატებებს თქვენ საქმიანობაში.

ვიმედოვნებ, რომ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანი იქნება თქვენი წვლილი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საქმეში.

Print