ახალი ამბები
17 ივნისიდან ტყიბულის შახტებში მუშაობა განახლდა
FaceBook
ტყიბულში მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ორდღიანი პროტეტის შემდეგ სამუშაო დღეს განახლადა.
"ახლა გავდივართ სამუშაოდ, ჩვეულებრივად იმუშავებს ცვლები ორივე შახტში", - ამბობს მინდელის შახტში დასაქმებული ხვიჩა გაბუნია. 

ტყიბულის შახტში დასაქმებული ორი  დღის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდნენ.

მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელი - უსაფრთხო სამუშაო გარემო და მთავრობის მიერ დაწესებული საშემოსავლო შეღავათის მათ ხელფასებზე ასახვა იყო.

მეშახტეებმა კომპანიისგან შახტში უსაფრთხოების ნორმების ეტაპობრივი გაუმჯობესების პირობა მიიღეს.

ტყიბულის შახტის მფლობელი კომპანია "Coal of Georgia"-ს დირექტორი, მიხეილ სოცკი მათ, ასევე, მიმდინარე თვის გაცდენილი საათის ანაზღაურებას დაჰპირდა. მთავრობის მიერ დაწესებული საშემოსავლო შეღავათის მეშახტეების ხელფასზე დამატების მოთხოვნას კი კომპანია არ დათანხმდა.

2019 წლის ნოემბრიდან ტყიბულის შახტებში ახალი კომპანია "Coal of Georgia" ოპერირებს. ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოები, ყოფილმა ინვესტორმა "ჯი აი ჯი" ჯგუფმა,  მას შემდეგ დატოვა, რაც 1000-მდე მეშახტის წინაშე მილიონიანი ვალი დაუგროვდა.

შახტებიდან კომპანიის გასვლას წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები  უძღოდა. საბოლოოდ, მეშახტეების ხელფასი ახალმა კომპანიამ გაისტუმრა და შახტები გადაიბარა.


Print