ახალი ამბები
ერთი დაღუპული და ერთი დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა წყალტუბოში
FaceBook
წყალტუბოს სოფელ ჟონეთში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი,  მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა 16 ივნისს საღამოს საათებში მოხდა. გარდაცვლილია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიენა სსკ-ის 276ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 


Print